ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დირექტორმა მითხრა მიკვირს, რატომ თქვა სამინისტრომ თქვენზე უარი, მაგრამ მერე თქვენს ფეისბუქსტატუსებს გადავხედე და მივხვდი, რატომაც თქვეს უარიო"

"დირექტორმა მითხრა მიკვირს, რატომ თქვა სამინისტრომ თქვენზე უარი, მაგრამ მერე თქვენს ფეისბუქსტატუსებს გადავხედე და მივხვდი, რატომაც თქვეს უარიო"
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო ექიმი ნათია ხარატი გაათავისუფლეს | ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს:
"რამდენიმე თვე ვმუშაობდი ისე, რომ ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული... 30 სექტემბერს გამომიგზავნეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა 17 სექტემბერს. თურმე, გამიფორმეს ხელშეკრულება სამი თვით და გამოსაცდელი ვადით. ვთქვი, რომ თუ ხელშეკრულების ვადა უკვე ამოიწურა, უნდა ეთქვათ და აღარ მოვამზადებდი
ახალ სამედიცინო დასკვნებს. მითხრეს, დირექტორს დაელაპარაკეო.
დირექტორმა თავის კაბინეტში მითხრა, კოლეგებს თქვენზე კარგი წარმოდგენა აქვთ და მიკვირს, რატომ თქვა სამინისტრომ თქვენზე უარი, მაგრამ მერე თქვენს ფეისბუქსტატუსებს გადავხედე და მივხვდი, რატომაც თქვეს უარიო. მე თქვენგან პოლიტიკურად სრულიად საპირისპიროს ვფიქრობო…
აღარ მითქვამს, აბა, ისე ვინ დაგნიშნავდათ ახალ დირექტორად-მეთქი. ვუთხარი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. დამეთანხმა და იქვე აღნიშნა – მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირებაო" - უთხრა ხარატმა გამოცემას.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.