დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ირაკლი ს მიულოცა მთავრობის მეთაურად დანიშვნა. როგორც სუნაკი აღნიშნავს, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.
ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს”, – წერს სუნაკი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ში ს სამხედრო აგრესიის შესახებ წერს. „კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეგობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ.
ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნა .
ს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა სატელეფონო საუბარში მიულოცა -ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ. „დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა სოციალურ ქსელ X-ში.
8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ