ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამის განცხადებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩარლზ მესამემ მკურნალობის ისტორია განზრახ გაასაჯაროვა, რათა მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩარლზ მესამე "ბედნიერია იმის გაგებით, რომ მის დიაგნოზს საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ პოზიტიური გავლენა ჰქონდა".
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში იმავე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა უელსის პრინცესა ქეითს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.