დენის შმიგალი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 500 000 ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში 500 000 ადამიანის მობილიზება ჯერჯერობით საჭირო არ არის.
შმიგალმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეფასების თანახმად, ასეთი მასშტაბის მობილიზაცია საჭირო არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ როტაციას რომელიც ხდება ფრონტის ხაზზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებს მიმდინარე წელს საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფისთვის, რაც უკრაინის ბიუჯეტს წლის პირველ ნახევარში „გადარჩენის საშუალებას აძლევს”.
ს, წლის მეორე ნახევარში, -ის დახმარების პაკეტის იმედი აქვს. გავაგრძელებთ ბრძოლას, თუ მივიღებთ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან საარტილერიო ჭურვების, შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების კუთხით“, – აღნიშნა შმიგალმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, მ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სამხედრო სარდლობამ ხელისუფლებას დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება შესთავაზა, მაგრამ საკითხი განხილვის პროცესში იყო.

ასევე დაგაინტერესებთ