ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაზიანებული ხერხემალი პროგრესირებს და ითქვა, რომ თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გაიაროს | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

დაზიანებული ხერხემალი პროგრესირებს და ითქვა, რომ თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გაიაროს | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებს გიული ალასანია ეხმაურება და ამბობს, რომ მდგომარეობა ისევ მძიმეა, ხერხემლის დაზიანება პროგრესირებს და არ არის გამორიცხული, სათანადო მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში, მისმა შვილმა ცოტა ხანში ვეღარ გაიაროს.
"დაზიანებული ხერხემალი, რა თქმა უნდა პროგრესირებს. ფეხების სისუსტის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის სწორედ, დაზიანებული ხერხემალი. ითქვა, რომ თუ ესე გაგრძელდა, თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიაროს."- ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ითხოვს გახარიას პარტია.ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტი კარგადაა და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ის ციხეში დააბრუნონ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ალაპარაკდა სახალხო დამცველიც. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ამას ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი ექიმები შეაფასებენ. ისინი "ვივა მედში" სააკაშვილის მონახულებას და კვლევების ჩატარებას იანვარში გეგმავენ.
ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ კლინიკის ექიმები ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.