დავით არახამია – აშშ უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს

უკრაინის მხარდაჭერას ს პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს, – ამის შესახებ უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, მ განაცხადა.
„აშშ-ში სისტემები, დეპარტამენტები და სამსახურები მოქმედებენ, რომლებიც ბალანსს ინარჩუნებენ. არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის დროს რაიმე შეიცვლება, თუმცა მცირე რისკები არსებობს“, – განაცხადა დავით არახამიამ.
მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, იგი უკრაინის მიმართ აშშ-ის ამჟამინდელ სამართლიან პოლიტიკას გააგრძელებს.
არახამიამ აღნიშნა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ს აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევს და მისთვის დახმარების აღმოჩენის მომხრეა.
„თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვარწმუნებს არის ის, რომ ჩვენ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. უკრაინას მხარს რესპუბლიკელებიც უჭერენ და დემოკრატებიც. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთ ამომრჩევლებს უსმენენ“, – აღნიშნა დავით არახამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ