არქივი18 ნოემბერი, 2023, 13:11
გლდანში, მიტოვებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ცოტა ხნის წინ, ქერჩის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.