“გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.
მათ პარლამენტს შესთავაზეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდება დღგ-გან გათავისუფლება.
როგორც “გირჩი“ განმარტავს, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი სტაბილური ინვესტიციების წახალისებას უშლის ხელს. მათივე განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში – ისტორიულად სტაბილურ აქტივში ინვესტირების გამარტივებას.
პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: – , ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

ასევე დაგაინტერესებთ