გიორგი ვაშაძე – აშშ-დან მზაობა არის ყველაფრისთვის, მათ შორის, სავიზო მიმართულებით იყო საუბარი, ასევე ფრენებზე, ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანაზე, მაგრამ გვყავს მთავრობა, რომელიც ხელს არ ანძრევს, რომ ამ მიმართულებით წინ წავიდეთ

ელჩის გზავნილი ძალიან კონკრეტულია – სექტორალური თანამშრომლობისთვის ამერიკა მზად არის, იქნება ეს პირდაპირი ფრენები თუ კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციები, მთავარია საქართველომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე მ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე - ის ელჩის, ს მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, ეს ნაბიჯებია ხელისუფლების ცვლილება და ინსტიტუციური რეფორმები.
„ხაზგასმით იყო საუბარი, რომ გარდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა, რომელზეც საქართველოს შეუძლია იმუშაოს, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორალური თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება, როგორიც არის ავიამიმოსვლა, მეტი ვაჭრობა სხვადასხვა მიმართულებით, ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანა. ეს შესაძლებლობები ჩვენ გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ და ეს უკვე ჩემი შეფასებაა, რომ ამას არ იყენებს ივანიშვილის პარტია. მზაობა იქიდან არის ყველაფრისთვის, მათ შორის, სავიზო მიმართულებით იყო საუბარი, ასევე ფრენებზე, ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანაზე, მაგრამ გვყავს მთავრობა, რომელიც ხელს არ ანძრევს, რომ ამ მიმართულებით წინ წავიდეთ. ელჩის გზავნილია, რომ ამერიკა მზად არის მეტად იმუშაოს საქართველოსთან და გააღრმაოს სექტორალური მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ამისთვის უნდა გადავდგათ ნაბიჯები, 9 პუნქტი ეს არის, რომ ამ გზით (რეკომენდაციების შესრულებით), მეტი ინვესტიცია შემოვიდეს.
იყო ასევე საუბარი სამოქალაქო სექტორზე შეტევასთან დაკავშირებით. როცა დემოკრატიას აშენებ, იქ განსხვავებულ აზრს ბრძოლა კი არ უნდა გამოაცხადო, უნდა მოუსმინო,”- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ