გიორგი გამსახურდია: …აბა მანამდე და ისეც, ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე

ნაცგანშტოებებმა, კვლავ მოიმარჯვეს ზვიადის სახელი და სურათი ხელში ცდილობენ ქულების მოგროვებას საშემოდგომოდ. აბა მანამდე და ისეც, ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ დაწერა.

„31 მარტს ვამბობდი, ზვიადის სახელის ხსენებისას, მეტწილად ავტორების სიტყვების უკან, არაფერი არ იკითხება სიტყვების გარდა-თქო. ასევე გუშინ ვინმე ს პასუხი რომ გავეცი მის მიერ წარმოებულ სიბინძურეზე, მისი მრევლი შემომივარდა კედელზე და თქვენ არ იცით, როგორ კარგად ახსენებს იგი ზვიადსო. დიახაც ახსენებს, მაგრამ თავისი ქულების მოსახვეჭად-თქო.

სეზონი გაიხსნა, ნაცგანშტოებებმა, კვლავ მოიმარჯვეს ზვიადის სახელი და სურათი ხელში და ცდილობენ ქულების მოგროვებას საშემოდგომოდ. აბა მანამდე და ისეც, ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე. არხეინად იჯიბავდა ტვ „მთავარის“, იგივე გლავკანალის დივიდენდებს, რომელშიც ის და მისი მეუღლე, გაქნილი თაღლითი, ბანდიტ გიორგი (ჟორიკა) რურუასთან ერთად ფლობენ ლომის წილებს. უფრო მეტიც, ტვ „მთავარის“ ოფისი მათ ტერიტორიაზე მდებარეობს. დანარჩენი მკითხველზე მომინდვია თუ რამდენად „უყვარს“ ნ.ჩხეიძეს (ჟორიკასთან ერთად) ზვიადი და მისი საქმეები“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ