არქივი17 სექტემბერი, 2026, 12:08
გია ხუხაშვილი: კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ ქვეყანა უკვე ინტეგრირებულია ერთიან იმპერიულ სივრცეში და რუსეთის გარეშე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, ანუ მარტივ ენაზე - უკვე ოკუპირებულია.
ეს განცხადება ფაქტობრივად არის ოკუპანტის მიმართ ეკონომიკური კოლაბორაციონიზმის პოლიტიკის გატარების აღიარება.
P.S. ცალკე თემაა, ამ “ტურისტებში” რამდენია ნამდვილი ტურისტი, რამდენი მიგრაციული, ეკონომიკური ექსპანსიის მონაწილე რუსეთის სასარგებლიდ და რამდენი მარტივად - ჯაშუში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.