გია ხარჩილავა – არჩევნებამდე ძალიან რთული თვეები გველის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს იდეა, რაც გულისხმობს ყველა ქართველის კონსოლიდირებას ბოროტი, კოლაბორანტი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ

ადამიანი, რომელმაც დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო შექმნა, გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, ხოლო შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის შემდგომ ეტაპზე, მაღალი ტრიბუნებიდან დიდი ევროპული კარიერიდან ჩამოვიდა საქართველოში, როგორც პუტინის ტყვე, მძევალ, გისოსებში მოქცეულ საქართველოში და საკუთარი თავისუფლება, სიცოცხლე ქართველ ხალხს ჩააბარა, რათა მასთან ერთად ებრძოლა ამ პუტინის იმპერიიდან, ამ ბოროტების იმპერიიდან გასათავისუფლებლად – ეს გახლავთ , – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.
გია ხარჩილავას თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში ოლიგარქია.
„მოგესალმებით წალენჯიხიდან, რომლის დასახელებაც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ასოცირდება გამარჯვებასთან და გამარჯვებულ რაიონთან. ამ ეტაპებზე ასოცირდება ისტორიის ნათელ პოზიციებზე დგომასა და ყოველთვის გამარჯვების სურნელის მოტანაზე.
„თუ რამე შენს ძალ-ღონეს აღემატება, ნუ იტყვი, რომ ის ზოგადად ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება, ხოლო თუ რამე ერთ ადამიანს ხელეწიფება, ჩათვალეთ, რომ ის ხელგეწიფება შენც, გწამდეს“, – ავრელიუსის ეს სიტყვები, ყველაზე ნათლად უხდება ამ დარბაზობას.
ადამიანი, რომელმაც დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო შექმნა, გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, ხოლო შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის შემდგომ ეტაპზე, მაღალი ტრიბუნებიდან დიდი ევროპული კარიერიდან ჩამოვიდა საქართველოში, როგორც პუტინის ტყვე, მძევალ, გისოსებში მოქცეულ საქართველოში და საკუთარი თავისუფლება, სიცოცხლე ქართველ ხალხს ჩააბარა, რათა მასთან ერთად ებრძოლა ამ პუტინის იმპერიიდან, ამ ბოროტების იმპერიიდან გასათავისუფლებლად.
დღეს, შეიქმნა რეგიონალური საბჭო, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური პროცესების კოორდინირებას რეგიონში, ასევე სწრაფ რეაგირებას მოსახლეობასთან კომუნიკაციასთან ერთად.
მინდა გაგახსენოთ მიშას პოლიტიკის ნაბიჯები. ის გადიოდა ხალხში, ის იყო სკოლებში, სკვერებში, მოედნებზე, მან პოლიტიკა გახადა სახალხო, პირადად მიდიოდა თითოეულ თქვენგანთან. ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ რეგიონებში, ჩვენ უნდა მოვიცვათ ქალაქები, ქუჩები, სკვერები, მოედნები, ჩვენ უნდა შევავსოთ ეს სივრცე, რადგან არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ისეთი ძლიერი რეგიონალური ორგანიზაციები, როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიყვება წინ ისეთი ხელწერა, როგორიც მიყვებოდა მიხეილ სააკაშვილს. არ არის ადვილი. გუშინ ზუგდიდში არ გვაღირსეს დარბაზი, ასევე ბათუმშიც. ჩვენ ელემენტარული პოლიტიკური სპარინგის პირობებში თანაბარი ბრძოლა არ გვაქვს. მე, როგორც მერი წალენჯიხაში, ყველა პოლიტიკურ ძალას ვუთმობ დარბაზს. მობრძანდნენ, დისკუსიები გამართონ და თავისუფლების ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლის, კულტურის, თანაბარი პირობების სივრცეს ვუქმნი კარსმომდგარი არჩევნებისთვის.
არჩევნებამდე ჩვენ გველის ძალიან რთული თვეები, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს იდეა. ეს იდეა გულისხმობს ყველა ქართველის კონსოლიდირებას ერთი ბოროტი კოლაბორანტი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ინიციატივის აღებას, რეგიონებში საბჭოების მიერ, დედაქალაქში დედაქალაქის ლიდერშიფის მიერ და მთლიანობაში ჩვენ უნდა მოვიცვათ მთელი ქვეყანა ჩვენი პოლიტიკური ზეწოლით, რათა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს საქართველოში ოლიგარქია“, – განაცხადა გია ხარჩილავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ