გია ვოლსკი – სააკაშვილი მობეზრდა ყველანაირ მოკავშირეს – მისი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია”

სააკაშვილი მობეზრდა ყველანაირ მოკავშირეს – მისი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებები და საქციელი არაადეკვატურია.
„სააკაშვილი მობეზრდა ყველას, ყველანაირ მოკავშირეს, ვინაიდან აბსოლუტურად არაადეკვატურია მისი საქციელი, მისი განცხადებები, დანაშაულები კი აშკარაა. სწორედ ამისგან გამიჯვნას ცდილობს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია”. სააკაშვილისგან გამიჯვნას აქვს ყველაზე დიდი პოპულარული სმენადობა. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელიც ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს სააკაშვილის ბოროტების სისტემისაგან შორს მყოფ სუბიექტად,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან კობიაშვილი – წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ფეხბურთელებზე – ამ პროცესებს მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება