არქივი1 იანვარი, 2024, 14:21
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: თითქმის 25 წელია, ვცდილობთ პუტინის შეკავებას დიპლომატიური გზით
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა.
„თითქმის 25 წელია, რაც ჩვენ ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას“, - წერს ლანდსბერგისი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.