ბოტკოველი: ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი – სიტყვის პატრონი

ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი – და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ს პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა. ხელისუფლება, რომელიც იმ დაპირებებით მოვიდა, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება უნდა ჰქონოდა – დღეს კი ვხედავთ გაღარიბებულ ხალხს, საწვავსა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს.
ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ ემსახურება, დამარცხებას იმსახურებს. მინდა, სა და მთელ ქართულ ოცნებას მივმართო: ისინი ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული არიან. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე დადასტურდება, როცა ივანიშვილის პარტიის მმართველობა დასრულდება.
ასე უპასუხა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მდინარაძე სა და ს გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასოდეს მოხდება. “როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ”. – ამბობს მდინარაძე.