რაჭაში მიკროავტობუსის ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა.
ტაბულას ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.