რუსეთის თათრეთის რესპუბლიკა კვლავ დრონების სამიზნე გახდა

რუსული ტელეგრამ-არხები კვლავ ავრცელებენ ცნობებს, რომ თათრეთის რესპუბლიკა დრონების სამიზნე გახდა.
როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს თათრეთის ქალაქ ნიჟნეკამსკში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო ერთი დრონი, მეორე უპილოტო საფრენმა აპარატმა კი გაინულინის ქუჩის მიმართულებით წინსვლა გააგრძელა. მათივე ცნობით, დრონების თავდასხმის გამო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა ტანეკომ, ორგსინთეზმა და ტაიფმა ევაკუაცია გამოაცხადეს. ასევე დროებით დაიხურა ნიჟნეკამსკისა და ყაზანის აეროპორტები.
ტელეგრამ-არხი SHOT-ის ინფორმაციით, ნიჟნეკამსკში ორივე დრონი ჩამოგდებულია.
ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, რომ აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ იელაბუგის მეოთხე მიკრორაიონში.
ქალაქ იელაბუგაში კოლეჯ ალაბუღ პოლიტექის შენობაში გავრცელებული ცნობების მიხედვით შაჰედის ტიპის დრონებს აწყობენ. ამ ობიექტზე დრონით იერიში მ ამ წლის აპრილის დასაწყისში მიიტანა. თავდასხმის შემდეთ თათრეთის მეთაური საწარმოებს მოუწოდებდა, რომ საკუთარი თავი თავადვე დაეცვათ. ამის შემდეგ უკრაინამ მრავალი კილომეტრით დაშორებულ თათრეთზე იერიშისმიტანა კიდევ ორჯერ სცადა. ერთ-ერთი სამიზნე აქ მდებარე ბომდამშენების ავიამშენი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ