ბესიკ ხარანაული: „ვაი-ს“ თუ ვიტყვი, „უი-ს“ რა ვუყო?

„ვაი-ს“ თუ ვიტყვი,
„უი-ს“ რა ვუყო?
„ვაი-ს“ თუ ვიტყვი,
„უი-ს“ რა ვუყო?
არც ერთს არ ვიტყვი,
კლიტეს დავიდებ,
ჩვენი ზღაპარიც
ისე დაიწყო,
ვერც სხვამ გაიგო,
ვერც მე გავიგებ,
გაწბილებული
უნდა რომ მოვკვდე,
გაკვირვებული
უნდა წავიდე.
მარტო მე არ ვარ,
ვინც განაწბილა,
ვინც განაკვირვა
იმსათავითვე,
„ვაის“ თუ ვიტყვი,
„უის“ რა ვუყო?
არც ერთს არ ვიტყვი,
კლიტეს დავიდებ.
შავი ცხენი მყავს,
შავ სადავითვე,
მათრახს გადვუჭერ,
აღარ დავითმენ.

ასევე დაგაინტერესებთ