ბარახა: აი, ასეთი მეკარე მყავს – მთავარი გმირი იყო

30 მარტს, ლა ლიგის 30-ე ტურში, “ვალენსია” “მალიორკას” უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარხამ თავისი გუნდის მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:
“იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე გასვლა ჩემს ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედებს. მათ კარგი დინამიკა აქვთ. საქართველოსთვის და მისი მთავარი გმირისთვის ეს ისტორიული მოვლენაა, ისევე როგორც რომანისთვის (რომანჩუკი). ამან დამატებითი ენერგია უნდა შესძინოთ, რაც “ვალენსიასთვის” გამოსაყენებელია. ისინი ეროვნულ გუნდებში მაღალ დონეზე ჩვენი კლუბიდან მიდიან.