“ატლეტიკოს” ფანებმა უილიამსს მაიმუნი უწოდეს, სამ წუთში კი გოლი გაიტანა და ორიგინალურად აღნიშნა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში “ატლეტიკომ” “ბილბაოს” უმასპინძლა, მატჩი სიმეონეს გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის დასასრულს, სტუმართა შემტევს ნიკო უილიამსს “როხიბლანკოს” გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ბასკ ფეხბურთელს “მაიმუნი” უწოდეს.
ინციდენტიდან 3 წუთში უილიამსმა “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა და ორიგინალურადაც აღნიშნა.
რასისტულ ქმედებასთან დაკავშირებით მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მათი ფანების ქმედება დაგმო.