საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში იასპარეზებს.
ჩვენი გუნდი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები მარტივად 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები კი ბექაურმა, თუშიშვილმა, შავდათუაშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.