ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა

ქართული ძიუდოს მორიგი აღიარება – ევროპის კავშირმა 2023 წლის საუკეთესოები დაასახელა და გამარჯვებულ ნომინანტებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე შესაბამისი პრიზები გადასცა.
წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი – შალვა გურეშიძე
წლის საუკეთესო გუნდი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. შალვა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი
მოიგო და ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია