მიქაუტაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა – “მეცი” “ლილთან” დამარცხდა [VIDEO]

ლიგა 1-ის 31-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:2 დამარცხდა.
თამაში თავიდან თანაბარი იყო, მომენტები არ იქმნებოდა და როდესაც სტუმართა კარს ხიფათი საერთოდ არ ემუქრებოდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მცველს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. თუმცა ისმაილიმ მალე ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გიორგი მეკარე შევალიესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ კარს გადააცილა. მორიგი შეტევისას ქართველი დევიდმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. 44-ე წუთზე კი იაზიჯიმ „ლილი“ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში „მეცი“ ანგარიშის
გათანაბრებას შეეცადა, მიქაუტაძის პასით საბალიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.
მიქაუტაძის ანგარიშზე “მეცში” დაბრუნების შემდეგ 9 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეფასეს: Sofascore 6.7, Flashscore 6.7, Whoscored 6.6.
„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 4 მაისს „რენს“ უმასპინძლებს.
მეცი – ლილი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (23, პენ), 1:1 ისმაილი (31), 1:2 იაზიჯი (44)