“ბაიერნი” ტუხელის ზიდანით შეცვლას გეგმავს

სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” მწვრთნელი ტომას ტუხელი დატოვებს და კლუბი მის შემცვლელად ზინედინ ზიდანს განიხილავს, – იტყობინება “ბილდი”.
ჯერ მხარეები არ შეხვედრიან, თუმცა ზიდანი მიუნხენურ გუნდში მუშაობის წინააღმდეგი არაა, რადგან მიაჩნია, რომ “რეალის” სტილში თამაშობს, რომელსაც ადრე სათავეში ედგა.
აღნიშნულია, რომ თუ ზიდანი დაითანხმეს, მის თანაშემწედ ფრანკ რიბერის დანიშნავენ. შეგახსენებთ, ზიდანი 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.