არქივი11 დეკემბერი, 2023, 11:56
"ბაიერნი" ზამთარში გაძლიერდება - კლუბი მინიმუმ 2 ტრანსფერს განახორციელებს
ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნი" გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააძლიერებს.
მიუნხენელები იანვრის თვეში ახალი 2-3 ფეხბურთელის დამატებას შეეცდებიან.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის გასულ ტურში გასვლაზე "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა და იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს გაათავისუფლებდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.