ბაიდენმა კონგრესი ისევ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, შედეგები უმძიმესი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებთან განიხილა უკრაინის სამხედრო დახმარების სასწრაფოდ გაგრძელების აუცილებლობა.
27 თებერვალს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დემოკრატების უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს და სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს.
კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსების პრობლემა სულ უფრო მწვავდება და უმოქმედობის შედეგები უმძიმესი იქნება.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორებმაც. ამასთან, სპიკერ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში.
რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
27 თებერვალს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონგრესმა ჯერ ამერიკის საჭიროებებზე, მათ შორის საზღვარზე არსებული სიტუაციის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
CNN-ის ცნობით, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული”. შუმერის განცხადებით, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ უკრაინის დახმარება შეერთებული შტატებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თავს ვეღარ მისცემენ მოცდის უფლებას, რადგან ასეთ შემთხვევაში დამარცხებაა მოსალოდნელი.
უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევში 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ -ის სამხედრო დახმარების გარეშე ში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ