აშშ ღაზის სანაპიროზე დროებით ნავმისადგომს ააშენებს

ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, ღაზასთან ააშენებს დროებით ნავმისადგომს მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევად. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას.
ბაიდენის ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროებს უბრძანა უხელმძღვანელონ ხმელთაშუა ზღვაში, ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის შექმნის საგანგებო მისიას. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ამ გზით შესაძლებელი იქნება ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის მსხვილი ტვირთების – სურსათის, წყლის, მედიკამენტების და სხვა საჭირო საშუალებების მიწოდება.
ს განცხადებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ მოქმედების სრული უფლება აქვს, მაგრამ ღაზის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზეც „ფუნდამენტური პასუხისმგებლობა“ ეკისრება. ბაიდენის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ვერ იქნება მეორეხარისხოვანი ფაქტორი და უდანაშაულო ადამიანების დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს.
ისრაელმა ღაზის სექტორში, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ს ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე და მძევლობაში აღმოჩნდა 250-ზე მეტი. მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 30 700-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. გაერო და მისი წევრი სახელმწიფოების ნაწილი ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.