აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს თებერვალში მიაწოდა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები — ATACMS. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაუდასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები, ATACMS, უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია -მ უკრაინელთა თხოვნით არ გაასაჯაროვა, რათა დაეცვა ოპერაციის უსაფრთხოება,“ — თქვა პატელმა.
ATACMS-ის მოქმედების არეალი 300 კილომეტრია და უკრაინას ამ რაკეტების გამოყენებით ს სიღრმეშიც კი შეუძლია იერიშის მიტანა. უცნობია, რამდენი რაკეტა გადასცეს უკრაინას, თუმცა ეს იყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი $300-მილიონიანი დახმარების ფარგლებში გაცემული იარაღი.
დამატებით $61 მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი გუშინ, 24 აპრილს მოაწერა მას შემდეგ, რაც რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ ჯერ წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი, შემდეგ კი სენატმა.
სხვადასხვა მედიის ცნობით, ATACMS-ები უკრაინელმა არაერთხელ გამოიყენეს, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პოზიციების დასაბომბად, ასევე ბერდიანსკის მიმართულებით.
უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ საბრძოლო შეიარაღების დეფიციტი ჰქონდა და დახმარების არმიღების შემთხვევაში ფრონტის ხაზზე გაუჭირდებოდა რუსეთის არმიასთან გამკლავება.

ასევე დაგაინტერესებთ