აშშ-ის ხაზინის მდივანი ამბობს, რომ თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, “სანქციებს უყოყმანოდ დაუწესებენ”

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იმ შემთხვევაში, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დათანხმდება. შემდეგნაირად პასუხობს:

“რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ” 

დათანხმდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი-საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ჯერჯერობით, უცნობია.

არსებული ინფორმაციით პუტინსა და ტრამპის წარმომადგენელს შორის კრემლში მოლაპარაკებები დღეს უნდა შედგეს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ “არსებობს ნიუანსები“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან