აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, სა და ტაივანისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ შაბათს ცალ-ცალკე დაუჭირა მხარი და ის უზრუნველყოფს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარზე მეტს – ისრაელისთვის და 8 მილიარდ დოლარზე მეტ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის.
მეოთხე კანონპროექტი ზრდის სანქციებს რუსულ აქტივებზე და ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვეს აძლევს TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
სენატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ