აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს – სენატორი

დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ვარაუდობს, უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტ ს ხელმოწერის შემდეგ, -ის სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, მათ შორის ოპერატიულ- ტაქტიკური რაკეტები – ATACMS, შესაძლოა ში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.
„იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ის [კანონი] პრეზიდენტთან მოხვდება სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ჩაეშვება, შორი მოქმედების რაკეტებთან, ATACMS-ებთან [ერთად], მე იმედი მაქვს, როდესაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ეს ტვირთები კვირის ბოლოსთვის უკვე გზაში იქნება“, – უთხრა სენატორმა უირენერმა ტელეკომპანია CBS-ს.
სენატორმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ საუბარი სწორედ შორი მოქმედების რაკეტებზე ATACMS-ზე ჰქონდა და რომ ეს კანონში წერია.
გასულ კვირას ამერიკული მედია წერდა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების მოზრდილი პაკეტი პენტაგონმა წინასწარ მოამზადა, შესაბამისად ასიგნებების დამტკიცების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას კვირაზე ნაკლები დასჭირდება.
ATACMS 300 კმ დისტანციის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტაა რომელიც მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-იდან ეშვება. გასულ შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ამ რაკეტების ძველი მოდიფიკაციის (160 კმ რადიუსის) რაკეტების საცდელი პარტია გადასცა. იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინისთვის რაკეტების ახალი პარტიის გადაცემას აპირებდა მედიაში ბოლო თვეებში არაერთხელ გახმაურდა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ 21 აპრილს დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის სთვის და ტაივანისთვის.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს.
კანონის მიღების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ის ს წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს.

ასევე დაგაინტერესებთ