აშშ-ის დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს, ნელ-ნელა უკუაგდოს რუსეთის ჯარები – სენატორი ჯეკ რიდი

-ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი ჯეკ რიდი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება უკრაინის ჯარებს მოწინააღმდეგის წლის დარჩენილი დროის განმავლობაში თანდათანობით შევიწროების საშუალებას მისცემს. ამასთან, ჯეკ რიდს არ სჯერა, რომ აშშ-ის დახმარების შემთხვევაშიც უკრაინის ჯარები წელს კარდინალურ გარღვევას შეძლებენ.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, 18 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში დემოკრატმა სენატორმა ივარაუდა, რომ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევაზე გადასვლა 2025 წლიდან დაიწყება.

“მომავალ წელს, 2025 წელს, უნდა განხორციელდეს ახალი შეტევითი ოპერაცია, რომელიც, იმედი მაქვს, [ს] ყირიმზე საცეცხლე კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს… ეს მნიშვნელოვნად გაართულებს რუსების მდგომარეობას და, იმედია, აიძულებს მათ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან”, – განაცხადა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ჯეკ რიდმა ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, დაამტკიცონ დამატებითი დაფინანსება უკრაინისთვის.
· ს მიერ გაჩაღებულო ომის მეორე წლისთავზე, 22 თებერვალს, Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ უკრაინა 2024 წელს გეგმავს არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ ახალი კონტრშეტევითი ოპერაციების მომზადებას, თუ დასავლეთი დროულად მიაწვდის სამხედრო დახმარებას.
· ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარების დეფიციტმა შესაძლოა შექმნას გაურკვევლობა და შეზღუდვები ასეთი ოპერაციების მსვლელობაში.
· ISW-ს მოჰყავს ამერიკელი მოხელეების შეფასებები, რომელთა თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები 2024 წლის მარტში საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების „კრიტიკულ დეფიციტს“ იგრძნობენ, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში დეფიციტი უფრო შესამჩნევი გახდება.
· სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
· ამერიკული ტელეარხ NBC-ს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ეროვნული უშიშროების სფეროში წამყვანი კომიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ, ალტერნატიულ პროექტზე.
· კერძოდ, პროექტის ავტორები განიხილავენ უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების ნაწილის ერთგვარი კრედიტის ფორმით გამოყოფას, – ამბობს განხილვებში მონაწილე რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი.