აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა

-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელზე ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ს თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს ანიჭებს, ირანი ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყამს.
გასულ კვირას მსგავსი ინფორმაცია The New York Times-მაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო იერიში გარდაუვალია.

ასევე დაგაინტერესებთ