“არც განიხილება” – კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან თოფურიას დაჯილდოებაზე არ მივლენ

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ დღეს არ მივლენ ორბელიანების სასახლეში დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს.
წარდგინებით სალომე ზურაბიშვილს პრემიერმინისტრმა ირაკლი მ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართეს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტი დაჯილდოებაზე წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.
კობახიძე ამბობს, რომ ღონისძიებაზე “დაპატიჟებულები არც არიან”, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა როგორც ირაკლი კობახიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიებაზე დაპატიჟა.