არქივი28 ოქტომბერი, 2025, 20:54
არჩილ გამზარდია: ყველა ოპოზიციონერზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ. მას შეედავეთ

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
არც ერთ ოპოზიციონერს ისე არ დაუსაბუთებია “ქართული ოცნების” მავნებლობა, როგორც ბიძინა ივანიშვილი ასაბუთებს ყოველდღიურად საკუთარი მმართველობითი სისტემის ანტისახელმწიფოებრიობას.
ასეთი შეუდავებელი მხილებით უნდა დადგეს მმართველი პარტიის როგორც პირდაპირი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.არა ოპოზიცია, თვითონ ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს რა კორუმპირებული და ანტისახალხო ხელისუფლება გვყავს. – რომელი თქვენგანიც ამ თეზისს ეწინააღმდეგებით, ივანიშვილს გაუპროტესტეთ, ოპოზიციას კი არა, ის გდებთ ყველა ბრალდებას და თავადვე ამტკიცებს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრიობას.აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციონერზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ.
მას შეედავეთ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.