არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა

არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„არგენტინა იმ პირების საერთაშორისო დაკავებას ითხოვს, რომლებიც 1994 წელს ებრაულ კულტურის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები და თავიანთ თანამდებობებზე დაუსჯელად რჩებიან. ერთ-ერთი მათგანი აჰმად ვაჰიდია, რომელიც თავდასხმაზეა პასუხისმგებელი“, – ნათქვამია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
12 აპრილს არგენტინის სასამართლომ 1992 წელს ბუენოს-აირესში ს საელჩოს აფეთქებასა და 1994 წელს ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა.
1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების შედეგად, 85 ადამიანი დაიღუპა.