ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატებს – სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
შესაბამისი განცხადება მან, კომიტეტის სხდომის სხდომაზე გააკეთა, რომელიც მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
„რეგლამენტის სრული დაცვით გაძევებულია და გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან… ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან, არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, მიკროფონის ჩემი თანხმობის გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.