ანა დოლიძე – 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში პირდაპირ ჩაიწერა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა აუცილებელია – ამის გათვალისწინება არ ხდება

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა – ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ეს არის აუცილებელი და სამწუხაროა, რომ ამის გათვალისწინება არ ხდება, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი მაღალი კვორუმით, კონსენსუსით მიღებულიყო, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს.
“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რომლის ერთ-ერთი წინაპირობა ნამდვილად არის დაკომპლექტების წესი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია ვსაუბრობთ. ასევე, გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცესკო-ს დაკომპლექტების წესი ყოფილიყო მაღალი კვორუმით, კონსენსუსით. რეალურად, ეს საჭიროა იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს. ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობთ ჩვენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. პირდაპირ ჩაიწერა ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში, რომ ეს არის აუცილებელი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გათვალისწინება არ ხდება. ეს ნამდვილად არ წაადგება ევროინტეგრაციის პროცესს”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ