“ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად კონტროლდება” – რისთვის შეიძლება გამოიყენოს კრემლმა ისინი? – ზურაბიშვილი

დავუბრუნდეთ 15 დეკემბერს, დავივიწყოთ მანამდე რა მოხდა, 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ამბობს, ჩემი გაკეთებულიაო, სცენაზე ადის, ზეიმობს, მეც მიხარია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრუნდება ევროპულ გზას. მეორე არის ფეხბურთი – გავიმარჯვეთ და სიმბოლურად, ერთი ნაბიჯით გადავდივართ ევროპაში, ასევე ხალხის, პოლიციელების, ვნახე ჩემი თვალით ეს არაჩვეულებრივი სიხარული. არ გვაცალეს ეს გახარება, ერთობა, ვის აწუხებს? რომელი ლოგიკა მუშაობს? ხელისუფლებას არც იმ კანონის დაბრუნება სჭირდებოდა, არც ქალების კვოტების ამოღება, როცა ეს ითვლება ერთ–ერთ შესრულებულ პუნქტად, არც ცესკოს ცვლილება – ძალიან ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება და ამ გამარჯვებების გამოყენება მისთვის და ვის არ უნდა? რომ უნდათ ამათ გამარჯვება არჩევნებში – ამაში დარწმუნებული ვარ. და ვის უნდა ჩვენი დასუსტება, ჩვენი და უკრაინის დაჯახება, ჩვენი დაქსასვა, ჩვენი ერთად არ დგომა? – რუსეთს. ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, კარი ღიაა, შემოაბიჯეთო, გერმანიის ელჩი გვეუბნება, წლის ბოლოს შანსი გაქვთ გაიხსნას მოაპარაკებებიო, მე ეს, პრეზიდენტი რომ გავხდი, არ დამესიზმრებოდა. ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები, როგორც ქვეყანას არაფერს ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ყველა თავის ადგილას უნდა იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე, ს გეგმაა ჯახი, არეულობა, დეტსაბილიზაცია, მერე მე დამაბრალებენ, თქვენ, ყველას – ეს არის საკმაოდ ადვილი, ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად კონტროლდება, არც როცა ნარკოტიკის “იმად” გადაიქცნენ და არც სხვანაირად. არ ვამბობ, რომ ყველა ვინც შემოსულია, მტერია, ან აგენტი, მაგრამ უნდა კონტროლდებოდეს. ახალგაზრდები გამოხატავენ და ძალიან ლამაზად გამოხატავენ, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებთ.

ასევე დაგაინტერესებთ