ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაზე და კომიტეტის საქმიანობაზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ.
შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ