ალეკო ელისაშვილი – ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, რუსის უკანალში შესაძრომად არ დავბადებულვარ – ვისაც უნდა რუსის უკანალში შესვლა, კი ეტკინება ახლა ცხვირ-პირი

რაც უნდათ ის ქნან, თუ უნდათ დამიჭირონ, თუ უნდათ სული ამომხადონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერ ს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მან აღნიშნა, რომ თუ მომხდარის გამო საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ, არაფრის ეშინია.
მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ელისაშვილს, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გავიდა, მადლობა გადაუხადეს.
„არ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის უქნიათ, აგერ ვარ და არსად გავრბივარ. ალეკო ვარ ელისაშვილი, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, რუსის უკანალში შესაძრომად არ დავბადებულვარ. ვისაც უნდა რუსის უკანალში შესვლა, კი ეტკინება ახლა ცხვირ-პირი. რუსეთში საქართველო არასდროს დაბრუნდება, გამორიცხულია. მდინარაძე კი არა, ვერავინ შეიყვანს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევა, თუ ისევ შეუშვებენ.

ასევე დაგაინტერესებთ