“აბა, თავის თავს ხომ არ შეამოწმებს ახლა კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია?” – გიორგი ვაშაძე

“ტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ოპოზიციის წევრების შემოწმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს:
აბა, თავის თავს ხომ არ შეამოწმებს ახლა კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია? თავიდან ბოლომდე კორუფციაში არიან და ეს არის მთელი შინაარსი მათი მოქმედების. ისინი გამოდიან მხოლოდ ივანიშვილის და საკუთარი ჯიბის ინტერესიდან და არა ხალხის ინტერესიდან, – ამბობს ვაშაძე.
ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ფინანსების შემოწმებას გეგმავს. ანგარიშები, გადახდის ქვითრები, შემოსავლები და სუპერ მარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც კი – ყველაფერი კუპრაშვილს უნდა წარუდგინონ. სიაში ის პოლიტიკოსები არიან, ვისი ქონების წარმომავლობის დადგენის მოთხოვნითაც ბიუროს ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა მოითხოვა“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კი დავით ჩიხელიძეა – სუსთან დაახლოებული და “ოცნების” პროპაგანდისტი ე .წ ექპსერტი.

ასევე დაგაინტერესებთ