Сакартвелос гаумарджос! – ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი რუსული სპორტული მედია ფართოდ აშუქებს და ულოცავს. მათ მილოცვას “გაზპრომ-მედიას” გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი შეუერთდა, რომელიც როგორც ეტყობა, ფეხბურთში, რბილად რომ ვთქვათ, მთლად კარგად ვერ ერკვევა.
“მეგობრებო, საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე! ასეთი წარმატება ქართულ ფეხბურთს საბჭოთა დროის შემდეგ არ ჰქონია. და არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც წარსულში თავს ქართველად მიიჩნევდა, ვინაც ახლა სიხარულს და სიამაყეს არ განიცდის.
საბჭოთა დროს საქართველოს ნაკრები მთელ ქვეყანაში ქუხდა, რადგან მათი ფეხბურთი მთელი საბჭოთა
კავშირისთვის დიდი სკოლა იყო. მთელ ქვეყანას უყვარდა გაბელია, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე, ხურცილავა და ათობით სხვა ლეგენდა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაცემასთან ერთად, ქართული ფეხბურთიც დაინგრა. მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელები გვახსენებდნენ, რომ ბევრი რამის უნარი გააჩნიათ. და აი, ათწლეულების მერე მიზანმიმართულმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო. შედეგი სახეზეა – ნაკრები ევროზე გავიდა.
გამარჯვების მატჩის გმირი გადაჭარბების გარეშე ა. მიათრევდა თამაშს, ბერძნების ყვითელ ბარათებზე პროვოცირებას ეწეოდა, თავი გასწირა, ტრავმა მიიღო, მაგრამ გუნდი მაინც მიიყვანა გადამწყვეტ პენალტებამდე. ახლა საქართველო სპორტულ სტატუსს მხოლოდ ფეხბურთში როდი იბრუნებს. ნახეთ რაგბი. 16 გამარჯვება ხუმრობა არაა. გასულ კვირაში ევროპის თასი ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს.
რა ვთქვა, ბიჭებო, აჩვენეთ იქ ყველას, რა არის ქართული ფეხბურთი, სპორტი და გამარჯვების განწყობა. საქართველოს გაუმარჯოს!” (Сакартвелос гаумарджос!) , – წერს თინა კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე.