ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰერჩინსკი: არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის

ჰერჩინსკი: არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპის დღის ღონისძიებაზე პირადი მოსაწვევი არავისთვის გაუგზავნიათ, რადგან ეს საჯარო ღონისძიებაა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, რისი ნაწილიც საქართველო არ არის, ეს კი ქართული ოცნების დამსახურებაა.
"ეს საჯარო ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ. ალბათ, თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში ჩვენი პოსტერები, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად.
არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის.
ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია - სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი და ეს განპირობებულია ხელისუფლების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებით.
ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რეალობა", - ამბობს ელჩი.
დღეს, 9 მაისს ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თბილისში დაგეგმილ ევროკავშირის ღონისძიებაზე მოსაწვევი არ გაუგზავნეს. მისი თქმით, "პროტოკოლი რომ დაეცვათ, მონაწილეობას მიიღებდნენ".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.