ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება
ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება წარმოადგინა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან, რათა ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ საქართველოს აქვს მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია.
„რამდენიმე მოსაზრება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არის ხალხი, ანუ ჩვენ: 1/ ხელისუფლებამ დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს. იგივეს გაკეთება შეუძლიათ კანონის ოპონენტებსაც. ეს იქნებოდა ერთგვარი არაფორმალური პლებისციტი 2/ რამდენადაც ცნობილია, კანონის ოპონენტების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა ხელისუფლებასთან საჯარო დებატების მზაობა. დაუყონებლივ დაიწყოს ეს დებატები – პირდაპირ ეთერში! 3/ რატომ არის, ჩემი აზრით, საჭირო ამის გაკეთება? იმიტომ რომ ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ გვაქვს (თუ გვაქვს!) მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია“, – წერს ანჯაფარიძე.
Previous: გამჭვირვალობის კანონის ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას ჰგავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა