არქივი3 ოქტომბერი, 2026, 04:31
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში უკრაინამ ჩრდილოეთ ირლანდიას სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
„ოქსფორდის“ ნახევარმცველმა კიარონ ბრაუნმა დუბლი შეასრულა.
მეორე ჯგუფში 7 ქულით ლიდერი ჩრდილოეთ ირლანდიაა, 4 ქულით მეორე ადგილზე უკრაინაა, ამდენივე ქულით მესამეზე უნგრეთია, საქართველო კი 1 ქულით აუტსაიდერია.
ტრნავა. „სიტი არენა“ 0:3
უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია 0:3
გოლები: 0:1 ბრაუნი (9), 0:2 პრაისი (22), 0:3 ბრაუნი (61)
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.