ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფირმინო შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს

Foot365-ის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბ "ალ-აჰლის" ფორვარდ რობერტო ფირმინოს გუნდის შეცვლა ამ იანვარსვე სურს.
ბრაზილიელი თავისი ამჟამინდელი კლუბის სისტემით იმედგაცრუებულია და ის ინგლისში დაბრუნების ან თურქეთში გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ამას ემატება ისიც, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ბოლო 14 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ გაიტანა, რითიც "ალ-აჰლის" გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილოები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბს ბრაზილიელის იჯარით გაშვება სურს, ოღონდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში. ფირმინოს განათხოვრებით აყვანის სურვილს გამოთქვამს პრემიერლიგის ბინადარი "შეფილდიც".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.