ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინისგან მოყენებული ზიანისთვის კომპენსაციას მოვითხოვთ – რუსეთი

უკრაინისგან მოყენებული ზიანისთვის კომპენსაციას მოვითხოვთ – რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსეთი უკრაინისგან ომში მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ საუბრობს როდიონ მიროშკინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “უკრაინის რეჟიმის დანაშაულების” საკითხების ხელმძღვანელად დანიშნა.
დიპლომატის თქმით, რუსეთი მუშაობს მექანიზმებზე, რაც კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს, თუმცა, ამ დროისთვის, ვერ ხდება კომპენსაციისთვის საჭირო ზუსტი თანხის დასახელება.
მიროშნიკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია სპეციალური სერვისები, რომლებიც აგროვებენ მიყენებული ზარალის დასათვლელად საჭირო მონაცემებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.