ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთში ლითონის დეტექტორის შესაძენად ნებართვის აღება გახდება საჭირო

საბერძნეთში ლითონის დეტექტორის შესაძენად ნებართვის აღება გახდება საჭირო

საბერძნეთი აწესებს მკაცრ წესებს ლითონის დეტექტორის მფლობელებისთვის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ახლა მათ, ვისაც სურს გამოიყენოს საძიებო მოწყობილობა, უნდა მიიღოს ნებართვა. ამ დოკუმენტის გარეშე გათხრებზე ლითონის დეტექტორის გამოყენებისთვის შეიძლება პირს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
ახლა ლითონის დეტექტორების მფლობელებმა კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინონ იმ ტერიტორიის რუკა, სადაც კვლევა ჩატარდება, ასევე აღწერონ დანიშნულება, ხანგრძლივობა და მონაწილეთა სია.
თუ ლითონის დეტექტორის მფლობელს სურს მისი გადაცემა სხვა პირზე, ეს უნდა იყოს დეკლარირებული.
ასეთი ზომები მიიღეს უკანონო გათხრების გაზრდის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.