ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"პსჟ-ში რატომ უნდა გადავიდეს?" - "ზენიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" "პარტენოპეიში" დარჩენა ურჩია

"პსჟ-ში რატომ უნდა გადავიდეს?" - "ზენიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" "პარტენოპეიში" დარჩენა ურჩია

გუშინ ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით კი ქართველის შეძენით რამდენიმე გრანდი, ყველაზე მეტად კი "პარი სენ ჟერმენი" ინტერესდება.
ამასთან დაკავშირებით, Match TV-სთან კომენტარი "ზენიტის" ყოფილმა ფორვარდმა, ალექსეი გასილინმა გააკეთა.
რუსი ფეხბურთელის თქმით, "კვარასთვის" "ნაპოლიდან" პსჟ-ში გადასვლა, წინგადადგმული ნაბიჯი სულაც არ იქნება.
"გადაწყვეტილება "ნაპოლიზეა", ყველმა იცის, რომ ხვიჩას წასვლა უნდა. ჩემთვის "ნაპოლი" და "პარი სენ ჟერმენი" ერთი დონის გუნდები არიან. "პარტენოპეი" სერია A-ს მოსაგებად იბრძვის, ხვიჩა აქ ლიდერია, კარგი ხელფასი
აქვს, ექნება შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ითამაშოს, ამ დროს კი პსჟ-ში გადასვლა?, არ ვიცი... პირადად ჩემთვის "ნაპოლიდან" "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი სულაც არ არის", - განაცხადა გასილინმა.
შეგახსენებთ, რომანოს ინფორმაციით, ქართველი შემტევის დამატებით "ლივერპული", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.